ჩვენს შესახებ

სსიპ – ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლის მისია

აღზარდოს განათლებული, კონკურენტუნარიანი, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს ნაზიარები ტოლერანტი მოქალაქე, რომელიც აღჭურვილი იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებების ფლობის უნარ-ჩვევებით; ეყვარება, გაუფრთხილდება და დაიცავს თავისი ქვეყნის ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებს, მატერიალურ და ბუნებრივ რესურსებს; შრომის ბაზრის მოთხოვნადი და დასაქმებადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვით იზრუნოს შიდა ქართლის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე, მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის მიმართულების პროფესიული კადრები, შექმნას პირობები მათი დასაქმებისა და თვითდასაქმებისათვის, უზრუნველყოს მთელი სიცოცხლის განმავლობაში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების გზით პირის შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობა. ხედვა: 2025 წლისთვის ინჟინერიის, მშენებლობის და წარმოების სფეროში, შიდა ქართლის რეგიონში, სამუშაო ძალაზე არსებული დაკვეთის 80 % ით დაკმაყოფილება. ღირებულებები: სტუდენტებზე ორიენტირებული მიდგომა, პროფესიონალიზმი, სამართლიანობა, საჯაროობა.

სკოლის შესახებ

აგარის საჯარო სკოლა დაარსდა 1962 წელს, სწავლა მიმდინარეობდა ქართულ და რუსულ სექტორზე. სკოლაში სწავლობდა 1500-მდე სხვადასხვა ეროვნების მოსწავლე. ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი, ოსი, აისორი, პოლონელი, უკრაინელი, გერმანელი. სკოლაში მუშაობდა 100 -ზე მეტი პედაგოგი.

რუსული სექტორი ფუნქციონირებდა 1997 წლამდე.

ამჟამად აგარის საჯარო სკოლაში სწავლობს 700 -მდე მოსწავლე და მუშაობს 46 პედაგოგი.

აგარის საჯარო სკოლის დირექტორი
დარეჯან ბეგიაშვილი

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლობამ, შპს ,,აგარის შაქრის კომპანიამ“ და ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს აგარის საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების დანერგვისა და ამ მიზნით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს: ქეთევან ნატრიაშვილმა - საქართველოს განათლების და მეცნიერებს სამინისტრო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნათია ნაცვლიშვილმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ, ზაზა გულიაშვილმა - ქარელის გამგებელმა, ალხან ალიზადამ - შპს ,,აგარის შაქრის კომპანიის“ დირექტორმა, და დარეჯან ბეგიაშვილმა - აგარის საჯარო სკოლის დირექტორმა.

პროფესიული განათლების პროგრამები აგარის საჯარო სკოლაში 2016 წლის სექტემბერში დაიწყება. მომზადება-გადამზადების კურსები ელექტრიკოსის, ზეინკალ-სანტექნიკოსისა და შემდუღებლის პროფესიებში ღია იქნება როგორც მე-10-12 კლასის მოსწავლეებისათვის, ასევე ზრდასრულთათვის, რომელთაც სურს პროფესიული უნარების გაუმჯობესება ან ახალი პრფესიის შეძენა.

პროფესიული

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლობამ, შპს ,,აგარის შაქრის კომპანიამ“ და ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს აგარის საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების დანერგვისა და ამ მიზნით კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს: ქეთევან ნატრიაშვილმა - საქართველოს განათლების და მეცნიერებს სამინისტრო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნათია ნაცვლიშვილმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ, ზაზა გულიაშვილმა - ქარელის გამგებელმა, ალხან ალიზადამ - შპს ,,აგარის შაქრის კომპანიის“ დირექტორმა, და დარეჯან ბეგიაშვილმა - აგარის საჯარო სკოლის დირექტორმა.

პროფესიული განათლების პროგრამებს განხორციელება აგარის საჯარო სკოლაში დაიწყო 2016 წლის სექტემბერში.

მომზადება-გადამზადების კურსები ელექტრიკოსის, ზეინკალ-სანტექნიკოსის, შემდუღებლისა და სურსათის უვნებლობის ლაბორანტის ასისტენტის პროფესიებში ღიაა, როგორც მე-10-12 კლასის მოსწავლეებისათვის, ასევე ზრდასრულთათვის, რომელთაც სურს პროფესიული უნარების გაუმჯობესება ან ახალი პრფესიის შეძენა.

მიმდინარეობს მოდულური სწავლება, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სახელოსნოებში.

კურსდამთავრებულებს აქვთ კარგი შესაძლებლობა დასაქმდნენ ადგილობრივ შრომის ბაზარზე.

აგარის საჯარო სკოლაში მიმდინარე ინიციატივა უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ხელშეწყობით და რომლის მიზანია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის თანხვედრაში მოყვანა საქართველოს დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან და განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა ზრდასრული მოსახლეობისათვის.

განათლების სისტემა უნდა იძლეოდეს პირადი და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობა საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ასეთი განათლება გახდეს დასაქმების გაზრდისა და შრომის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტი“.

აგარის საჯარო სკოლის გამოცდილება ხელს შეუწყობს ზრდასრულთა პროფესიული მომზადება-გადამზადების დანერგვასა და კერძო-საჯარო პარტნიორობის განვითარებას საქართველოს სხვა სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯებში.