Previous Next

ინფორმაცია

ისტორიულ-ეთნოგრაფიული კლუბი

აგარის საჯარო სკოლაში წლების მანძილზე მიმდინარეობს ისტორიულ-ეთნოგრაფიული კლუბის მუშაობა.

კლუბის სახელწოდება: „დაიაენის მემკვიდრეები“.

კლუბის ხელმძღვანელი: ისტორიის მასწავლებელი ლია ყაულაშვილი.

კლუბის დევიზი: „იამაყე წარსულით, იცხოვრე აწმყოთი, შექმენი მომავალი“.

კლუბის წევრები: VIII-X კლასის მოსწავლეები.

კლუბის მუშაობის მიზანია  ეროვნული და კულტურული ღირებულებების დაცვა,

პატრიოტული  სულისკვეთების გაღვივება, ტოლერანტობა, ოცდამეერთე საუკუნის

უნარ- ჩვევების გამომუშავება მოსწავლეებში.

 

თეატრალური სტუდია

2017-2018 სასწავლო წელს აგარის საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა თეატრალური სტუდია

სტუდიის ხელმძღვანელი-მურადი საზანდრიშვილი

სტუდიის წევრები- VI და X კლასის მოსწავლეები.

დაიდგა სპექტაკლი „ღარიბი ჭკვიანი კაცი“-ზღაპარი და შორენა მჭედლიშვილის პიესა „HELLADOS”, ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით.

 

სამოქალაქო კლუბი „ალიონი“

სამოქალაქო კლუბი „ალიონი“ ჩამოყალიბდა 2012 წელს .

კლუბის ხელმძღვანელი:სამოქალაქო განათლების მასწავლებელი იზოლდა ხოდელი

სამოქალაქო კლუბის მიზანი: მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება, აკეთონ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმე, ჩამოყალიბდნენ კარგ მოქალაქეებად და მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში.

განხორციელებული პროექტები:

1. „ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ“-შშმ ბავშვების ინტეგრაცია საზოგადოებაში.

2. „იყავი ჯანმრთელი“-ახალგაზრდებში მავნე ჩვევების პრევენცია.

3. „გავამდიდროთ ბიბლიოთეკა“-მაკულატურის შეგროვება, ჩაბარების შედეგად შევიძინეთ წიგნები ბიბლიოთეკისათვის.

4. „სიკეთე გადამდებია“-შშმ ბავშვების დახმარება საქველმოქმედო ღონისძიება.

 

ეკოლოგიური კლუბი

 ეკოლოგიური კლუბის ხელმძღვანელი- ბიოლოგიის მასწავლებელი ელზა ხომასურიძე

 2005 წლიდან აგარის საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა  ეკოლოგიური კლუბი, სადაც გაერთიანებული იყვნენ X-XI კლასის ყველა ის მოსწავლე , რომლებსაც ჰქონდათ სურვილი კლუბში მუშაობის.

კლუბის წევრებთან ერთად შეიქმნა კლუბის სამოქმედო გეგმა და იმ დღიდან დაიწყო კლუბის მუშაობა და წარმატებებიც. ქვეყნის წინაშე მდგარ თითქმის ყველა გამოწვევას ეხმაურებიან მოსწავლეები და ცდილობენ დასახონ პრობლემის მოგვარების გზები.

კლუბის პირველი წარმატება იყო პროექტი ,, SOS“ -ტყეში საშიში მავნებელია . ქარელის რაიონის მტკვრის მარცხენა სანაპიროს სოფლების ტყეებს შეესია მავნებელი არაფარდი  პარკხვევია, რომელმაც მთლიანად გაანადგურა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და ტყის სანაპირო  ზოლი. ადგილზე მისულებს შემზარავი სურათი დაგვხვდა, წუხდა მოსახლეობა. კლუბის წევრებმა ჩაატარეს მავნებელზე ბიოლოგიური და ქიმიური კვლევა და დაადგინეს რომელი შხამქიმიკატი მოქმედებდა მასზე. ამავე დროს აცნობეს თითქმის ყველა შესაბამის უწყებას და სთხოვდნენ მოსახლეობის დახმარებას.

პროექტმა  I  ხარისხის დიპლპმი და მონაწილე მოსწავლეებმა საჩუქრები დაიმსახურეს.

ეკოკლუბის შემდეგი წარმატება იყო პროექტი ,, კოსმოსური ოდისეარომელზეც მუშაობა სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტი გრან-პრთ დაჯილდოვდა და სკოლას გადაეცა ტელესკოპი.

პროექტმა .. დედამიწა ნარჩენების გარეშე“ 7000 ლარიანი საბუნებისმეტყველო კაბინეტის აღჭურვილობა მოუტანა. რა თქმქ უნდა მოსწავლეებს უფრო ინტერესი და მუშაობის სურვილი ამოძრავებდათ და ამ პროექტებს მოჰყვა სხვა მრავალი წარმატებული პროექტები: ,,ორნამენტები ბარბარე ბებოს მზითევიდან“,   ,, მუხა პირველი იგრძნობს ალიონს“,  ,, ბუნება მბრძანებელია“, ,,ტყე შეუნახე შვილებსა“.

გასულ წელს კლუბმა სხვა საკითხებთან ერთად იმუშავა დიდი ქართველი ბუნებისმეტყველის და უნივერსიტეტის ლეგენდარული ლექტორის  ბატონი ნიკო კეცხოველის ხსოვნის საღამოზე. მოწვეული სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ  ისე კარგად წარმოადგინეს მოსწავლეებმა ბატონი ნიკოს ცხოვრება და მოღვაწეობა.

წელს კლუბმა ორი მიმართულებით დაიწყო მუშაობა.

1)გადამწვარი ტყის აღდგენაში მონაწილეობა - საკუთარი ძალებით ნარგავების გამოყვანა.

2) გავრცელებული მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა.

სკოლის ეკოკლუბს დიდ დახმარებას უწევს ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულისაბავშვო უნივერსიტეტი და მისი ხელმძღვანელი მარინა ლომოური. ისინი დაინტერესებულნი არიან ჩვენი მუშაობით და ხშირად გვსტუმრობენ. ამ გაზაფხულზე კი ჩვენი ეკოკლუბი პრეზენტაციით წარსდგა უნივერსიტეტში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები  და უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო კათედრის თანამშრომლები.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დიალოგი მოსწავლეებს და დამსწრე საზოგადოებას შორის. ეს შეხვედრა საგაზეთო სტატიად დაიბეჭდა უნივერსიტეტის გაზეთში.

სამოქალაქო კლუბი "ალიონი", პრეზენტაცია 

"ეკოკლუბი", პრეზენტაცია 

სოციალური პროექტი, პრეზენტაცია 

© 2016 Agara Public School. All rights reserved. Developed By Zaza Giorgadze

ძებნა საიტზე

ixxx