ინფორმაცია

აგარის საჯარო სკოლა დაარსდა 1932 წელს, სწავლა მიმდინარეობდა ქართულ და რუსულ სექტორზე. სკოლაში სწავლობდა 1500-მდე სხვადასხვა ეროვნების მოსწავლე. ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, რუსი, ოსი, აისორი, პოლონელი, უკრაინელი, გერმანელი. სკოლაში მუშაობდა 100-მდე პედაგოგი.
რუსული სექტორი ფუნქციონირებდა 1997 წლამდე.
ამჟამად აგარის საჯარო სკოლაში სწავლობს 642 მოსწავლე და მუშაობს 46 პედაგოგი

სსიპქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლის  მისია:

აღზარდოს განათლებული, კონკურენტუნარიანი, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს  ნაზიარები  ტოლერანტი მოქალაქე, რომელიც აღჭურვილი იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებების ფლობის უნარ-ჩვევებით;  ეყვარება, გაუფრთხილდება და დაიცავს თავისი ქვეყნის ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებს, მატერიალურ და ბუნებრივ რესურსებს;

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისა და სტუდენტების ინტერესების პრიორიტეტიზაციის გზით, ჩვენი პროფესიული სასწავლებელი იზრუნებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, შრომის ბაზრის დაკვეთის შესაბამისად, მოამზადებს მაღალი კვალიფიკაციის პროფესიულ კადრებს,  შექმნის პირობებს მათი საგანმანათლებლო მიზნების განხორციელებისა და პროფესიული გადამზადებისათვის  და დასაქმებისათვის. 

 

 

© 2016 Agara Public School. All rights reserved. Developed By Zaza Giorgadze

ძებნა საიტზე

Jordan Willis Jersey