სამეურვეო საბჭო

სსიპ-ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის - საჯარო სკოლის ახლად არჩეული  სამეურვეო საბჭოს

 

სხდომის ოქმი 1

 

--17.06 -2016 წ-                                                      

 სხდომის დაწყების დრო: 2სთ-

      სხდომას ესწრებოდნენ სამეურვეო საბჭოს შემდეგი წევრები:

1. ხათუნა ბაღაშვილი-პედაგოგი

2. ია ცხოვრებაშვილი - პედაგოგი

3. ლია კალანდაძე- პედაგოგი

4. ნინელი ხაჭაპურიძე - პედაგოდი

5. ციური წოწოლაშვილი- პედაგოგი

6. დიანა დარბაიძე-მშობელი

7. ნათია სვანიძე - მშობელი 

8. ციალა ელბაქიძე - მშობელი

9. დიანა დარბაიძე-  მშობელი

10. ნაილი ხარაზიშვილი - მშობელი 

11. მარინა ძირტლბილაშვილი

 სხდომას თავმჯდომარეობდა სამეურვეო საბჭოს უხუცესი წევრი ც.წოწოლაშვილი

დღის  წესრიგი:

1. სამეურვეო საბჭოს არჩევის საკითხი

2. სამეურვიო საბჭოს მდივნის არჩევის საკითხი

3. ფინანცური, ეკონომიური, დისციპლინარული და სააპელაციო კომიტეტის არჩევის საკითხი. 

 კენჭი ეყარა წარმოდგენილ დღის წესრიგს

 კენჭისყრის შედეგები:

მომხრე-12

წინააღმდეგი-0

 დაადგინეს: დამტკიცდეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.

 საკითხი N1.  სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის  არჩევის საკითხი;

 მომხსენებელი: სამეურვეო საბჭოს  უხუცესი წევრი ც.წოწოლაშვილი

 მოისმინეს: სამეურვეო საბჭოს უხუცესმა წევრმა ც.წოწოლაშვილმა ახლად არჩეულ სამეურვეო საბჭოს წევრებს მოახსენა, რომ სამეურევო საბჭოს არჩევნების შედეგები ძალაში შედის  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში ელექტრონულად რეგისტრაციისთანავე. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ არჩევნების შემდეგ დადასტურებულია სამეურვეო საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება. ვინაიდან სხდომას ესწრება სამეურვეო საბჭოს ახლად არჩეული ყველა წევრი, სამეურევო საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას.

    მან დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდებისმე4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,   სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. იგი წარმოადგენს სკოლას დირექტორთან ურთიერთობებში. საბჭოს თავმჯდომარე მონაცვლეობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობაში მშობლებისგან და პედაგოგიური საბჭოსგან არჩეულ წევრთაგან და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლისაგან, არა უმეტეს მათი უფლებამოსილების ვადისა. გამომდინარე იქიდან, რომ უფლებამოსილებაშეწყვეტილი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე იყო მასწავლებელთა წარმომადგენელი,შესაბამისად ,ამჯერად  თავმჯდომარე უნდა აირჩეს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენელისგან .თუმცა ვინაიდან ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი   ორგანოს წარმომადგენელი სსიპ აგარის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არ ჰყავს,შესაბამისად სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ უნდა აირჩეს მშობელთა ან მასწავლებელთა წარმომადგენლისაგან.

 სხდომაზე ხმათა უბრალო უმრავლესობით სამეურვეო საბჭოს შემადგენლობიდან უნდა მოხდეს თავმჯდომარის არჩევა. მან მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას დაეყენებინათ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურები. სამეურვეო საბჭოს წევრებმა სამეურვეო   საბჭოს თავმჯდომარედ დასაახელეს  -ნ.ნასყიდაშვილის კანდიდატურა და ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 სამეურვეო საბჭოს წევრებმა კენჭი უყარეს  წინადადებას საბჭოს თავმჯდომარედ ნ.ნასყიდაშვილის  არჩევის შესახებ.

 მომხრე:12

 წინააღმდეგი: 0

 კენჭისყრის შედეგად დაადგინეს:  სამეურვეო საბჭოს  თავმჯდომარედ არჩეულ იქნას -ნ.ნასყიდაშვილი,

 სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევის შემდგომ სხდომას თავმჯომარეობდა ახლადარჩეული თავმჯდომარე.

 საკითხი N2.  სამეურვეო საბჭოს მდივნის არჩევის საკითხი

 მომხსენებელი: სამეურვეო საბჭოს  თავმჯდომარე ნ.ნასყიდაშვილი-

 მოისმინეს: ამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ნ.ნასყიდაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ სამეურვეო საბჭო წარმოადგენს კოლეგიურ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც გამართულ სხდომაზე გადაწყვეტილებებს იღებს ოქმის სახით. შესაბამისად, ახლად არჩეულმა სამეურვეო საბჭომ უნდა აირჩიოს მდივანი, რომელიც მოწვეულ სხდომებზე აწარმოებს საოქმო ჩანაწერებს. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას დაეყენებინათ თავიანთი კანდიდატურები საბჭოს მდივნის პოზიციაზე.

 სამეურვეო საბჭოს წევრებმა:დ.დარბაიძემ  და მ.ძირტკბილაშვილმა სამეურვეო საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დაასახელეს  ნ.ოსიტაშვილის კანდიდატურა.

 კენჭი ყარ  წინადადებას სამეურვეო საბჭოს მდივნად ნ.ოსიტაშვილის   არჩევის თაობაზე.

 მომხრე:12

 წინააღმდეგ:0

 კენჭისყრის შედეგად დაადგინეს:  სამეურვეო საბჭოს  მდივნად არჩეულ იქნას ნ.ოსიტაშვილი-

 საკითხის 3.ფინანსური,ეკონომიური ,  დისციპლინარული და სააპალაციო  კომიტეტების არჩევის შესახებ.

 მომხსენებელი:ნ.ნასყიდაშვილი.

 სამეურვეო საბჭოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ,ნატალია ნასყიდაშვილმა სამეურვეო საბჭოს წევრებს გააცნო ფინანსური,  დისციპლინარული, ეკონომიური და სააპალაციო  კომიტეტების საქმიანობისა და  მოვალეობების შესახებ საკითხი. მან დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ სკოლაში ყოველწლიურად უნდა მოხდეს დისციპლინური კომიტეტის არჩევა, რომელშიც თანაბარი რაოდენობით შედიან პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. დისციპლინური კომიტეტის წევრი აირჩევა 1 წლის ვადით. შესაბამისად, სამეურვეო საბჭომ უნდა აირჩიოს დისციპლინურ კომიტეტში მშობელთა წარმომადგენელი, ნ.ნასყიდაშვილმა  აღნიშნა, რომ დისციპლინური კომიტეტის არსებობა მნიშვნელოვანია, იმდენად რამდენადაც, კომიტეტი სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული წესით განიხილავს დისციპლინურ გადაცდომებს. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ნ.ნასყიდაშვილმა მშობლებს მოუწოდა დაესახელებინათ თავიანთი კანდიდატურა დისციპლინურ კომიტეტში მშობელთა წარმომადგენლად. ვინაიდან დისციპლინური კომიტეტის წევრები არჩეული არიან ერთი წლის ვადით, ახალი დისციპლინური კომიტეტის შემადგენლობა სამეურვეო საბჭოზე უნდა დამტკიცდეს 2016 წლის ივნისში.

 აზრი გამოთქვეს:-ხ.ბაღაშვილმა და ი.ცხოვრებაშვილმა-. მათ განაცხადეს, რომ დისციპლინურ კომიტეტში მშობელთა წარმომადგენლები უნდა იყვნენ დ.დარბაიძე და ნ.სვანიძე ,ხოლო პედაგოგები ციცი წოწოლაშვილი  და ნინელი ხაპირაშვილი-ხაჭაპურიძე,ვინაიდან ისინი არიან გამოცდილი პედაგოგები და შესაბამისად მათი პროფესიონალიზმი და გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების გადაწყვეტისას,რომელიც დისციპლინარულ კომიტეტში განიხილება.ამ კომიტეტის თავმჯდომარედ კი ერთხმად დასახელდა  მშობელი დიანა დარბაიძე.

 სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას

 კენჭი ეყარათ წარმოდგენილი კანდიდატებისთვის.

 კენჭი ეყარა წარმოდგენილ დღის წესრიგს:

 

მომხრე - 12  

 

თავი შეიკავა-0

 

წინააღმდეგი -0

 კენჭისყრის შედეგად სამეურვეო საბჭომ დაადგინა: დისციპლინურ კომიტეტში მშობელთა წარმომადგენლად წარდგენილ იქნას დ.დარბაიძის  და  ნ.სვანიძის კანდიდატურა,ხოლო ციცო წოწოლაშვილი და ნინელი ხაჭაპურიძე კი პედაგოგებიდან.

 ფინანსური კომიტეტის წევრებად ნათია სვანიძემ წარმოადგინა მშობლები:მარინა ძირტკბილაშვილი და ნაილი ხარაზიშვილი,ხოლო ლია გელაშვილმა პედაგოგებიდან დაასახელა აღნიშნული კომიტეტის წევრად ია ცხოვრებაშვილი.

 სააპელაციო კომიტეტის წევრებად მარინა ძირტკბილაშვილმა დაასახელა მშობელთა წარმომადგენელი ციალა ელბაქიძე და ნანა ოსიტაშვილი,ხოლო ნინელი ხაჭაპურიძემ პედაგოგებიდან აღნიშნულ კომიტეტში დაასახელა ლია კალანდაძე-გელაშვილი და ხათუნა ბაღაშვილი.

 სამეურვეო საბჭოს წევრებმა კენჭი უყარეს რნიშნულ კანდიდატურებს და დაადგინეს: არნიშნულ კომიტეტებში არჩეულ იქნენ წარმოდგენილი კანდიდატურები უცვლელად.

 

მომხრე-12

 

თავი შეიკავა -0

 

წინააღმდეგი -0 

 

 დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად გამოცხადდა.

 

 სხდომის დასრულების დრო: 15სთ

 

 სამეურვეო საბჭოს  თავმჯდომარე:                                             /ნ.ნასყიდაშვილი/       

 

 

სამეურვეო საბჭოს  მდივნი:                                                       /ნ.ოსიტაშვილი-/

© 2016 Agara Public School. All rights reserved. Developed By Zaza Giorgadze

ძებნა საიტზე

ixxx