შინაგანაწესი

დამტკიცებულია სამეურვეო საბჭო!!!!!!!

 

სსიპ - ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლის

 

დირექტორის მიერ

 

2016 წლის 18 იანვრის  03 ბრძანებით

დირექტორი

______________დ .ბეგიაშვილი

 

 

 

 

სსიპ - ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლის

 

შინაგანაწესი


 

შინაგანაწესი

შინაარსი

 

თავი 1.

ზოგადი დებულებები.....................................................................................................................

3

თავი 2.

სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო და დასვენების დრო ................. ......... ........ ........

5

თავი 3. 

ზოგადი განათლების I, II, III საფეხურებზე სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები  .............................................................. ....... ....... .. ........ ........ ........ .....

 7

თავი 4.

შრომითი ურთიერთობის წარმოშობა..........................................................................................

7

თავი 5.

შრომითი ურთიერთობის პირობები  .............................................................. ....... ... ........ .......

10

თავი 6.

შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი, წესი და პირობები........................................

11

თავი 7. 

შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი............................................................................

12

თავი 8.

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/საბოლოო ანგარიშსწორება.........................................

14

თავი 9.

წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა............................................

15

თავი 10.

მოსწავლეების დისციპლინური წარმოების თავისებურებანი.................................................

28

თავი 11.

მატერიალური პასუხისმგებლობა.................................................................................................

32

თავი 12

. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები..............................

33

თავი 13

. მოსწავლის ჩაცმულობის წესი და გარეგნული სახე...............................................................

35

თავი 14

. შრომის  პირობების დაცვასთან  დაკავშირებული  ზოგადი ინსტრუქციები.....................

35

თავი 15.

განცხადების / საჩივრის განხილვა................................................................................................

36

თავი 16

პროფესიული სწავლების ორგანიზება.........................................................................................

37

თავი 17

დასკვნითი დებულებანი.................................................................................................................

37

 


თავი 1. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1.    სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტი დაბა აგარის საჯარო სკოლის  (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია სკოლისათვის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

2.    შინაგანაწესი ვრცელდება  სკოლაში დასაქმებულ პირებზე (სკოლის მასწავლებლებზე, პროფესიულ მასწავლებლებზე, თანამშრომლებზე), მოსწავლეებზე, პროფესიულ სტუდენტებზე, მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულოა შესასრულებლად.

3.    შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში სკოლაში დასაქმებულთა მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

4.    დასაქმებულთა, მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა მიერ წინამდებარე შინაგანაწესის ნორმათა დარღვევა გამოიწვევს სკოლი მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას.

5.    შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლის მიერ დასაქმებულთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების  განუყოფელ ნაწილს.

6.    სკოლასა და დასაქმებულებს შორის შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო.

7.    შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის. 

8.    შინაგანაწესით განისაზღვრება: 

)სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო და დასვენების დრო;                                                                          ბ) ზოგადი განათლების სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები;                                                                      გ)  შრომითი ურთიერთობის წარმოშობა;                                                                                                                          ) შრომითი ურთიერთობის პირობები;                                                                                                                                     ე)  შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი;                                                                                                  )  შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;                                                                                                     )  შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა/ საბოლოო ანგარიშსწორება;                                                             თ)  წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა;                                                                       ი)  მოსწავლეების და პროფესიული სტუდენტების დისციპლინური წარმოების   

     თავისებურებანი;

) მატერიალური პასუხისმგებლობა;                                                                                                                                 ) მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები;                                                                      )  მოსწავლის  ჩაცმულობის წესი და გარეგნული სახე;                                                                                                    ) შრომის  პირობების დაცვის წესები;                                                                                                                                  ) განცხადების/საჩივრის განხილვა;   

 ) დასკვნითი დებულებანი.

8. შინაგანაწესის თავები 3,  12  ვრცელდება  მხოლოდ  სკოლის მასწავლებლებზე, თანამშრომლებზე,  მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე,

მუხლი 2.  შინაგანაწესის მიზანი:

შინაგანაწესის მიზანია:

ა) სკოლის საქმიანობისათვის ხელშეწყობა სკოლის მისიის შესრულება, სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს ჩამოყალიბება;

ბ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;

გ) სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

დ) სასწავლო-სამუშაო დროის  რეგულირება და რაციონალური გამოყენება;

ე) სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა და პროფესიულ სტუდენტთა ქცევის წესების მოწესრიგება და კონტროლი;


 

თავი 2. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო და დასვენების დრო

 

მუხლი 3   სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო და დასვენების ხანგრძლივობა

1.    სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება - მოვალეობანი.

2.    ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას  სკოლაში სასწავლო წლის, არდადეგების დაწყების და დამთავრების დრო განისაზღვრება  ,,საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის N84/ნ  ბრძანების შესაბამისად.

3.    სამუშაო კვირა, ისევე როგორც სასწავლო კვირა, ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროში არ შედის შესვენების პერიოდი, დასვენებისა (შაბათი-კვირა) და საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრული უქმე დღეები.

4.    საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში 6 დღიანი სწავლება. კერძოდ:

ა) თუ სკოლას გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გაუცდა სასწავლო დღე/დღეები.

) თუ ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ.

5.    სკოლაში ზოგადსაგანმანათლებლო  სასწავლო პროცესი იწყება 09:00 საათზე

6.     ზოგადი განათლების I II და III საფეხურზე გაკვეთილის ხანგრძლივობა (გარდა პირველი კლასისა) განისაზღვრება 45 წუთით. პირველი კლასისთვის გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთია. გაკვეთილებს შორის შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით. გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას   ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები, ფორმაჟორული სიტუაცია და ა.შ.) როდესაც სკოლამ  შესაძლოა ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილებისა და დასვენებების ხანგრძლივობა სასწავლო დროის შემცირების მიზნით.

7.    პროფესიული საგანმანათკებლო პროგრამებისთვის სწავლის დაწყების დრო განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით, ბრძანებით. ლექციების და პრაქტიკული მეცადინეობების ხანგძლივობა შეადგენს ერთ ასტრონომიულ საათს (მეცადინეობა- 50 წუთი, შესვენება 10 წუთი).

8.    პროფესიულ სტუდენტთა სწავლისა და დასვენების დრო განისაზღვრება ლექციების და პრაქტიკული მეცადინეობების ცხრილით.

9.    სკოლაში დასაქმებულებისთვის (გარდა მასწავლებლების/პროფესიული მასწავლებლების) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 სამუშაო საათით, რომელშიც არ შედის შესვენების და დასვენების დრო. მათთვის სამუშაო დღის დასაწყისია 08:45 საათი, დასასრული-17:45 საათი; სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დროა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე;

10.  სკოლის მასწავლებლის/პროფესიული მასწავლებლის სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება მისი საათობრივი დატვირთვის შესაბამისად. მასწავლებელი ვალდებულია სკოლაში გამოცხადდეს მეცადინეობის დაწყებამდე 15 წუთით ადრე.

11.  პროფესიული მასწავლებლების სამუშაო დღე განისაზღვრება სასწავლო მეცადინეობის განრიგითა და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

12.  სკოლის მასწავლებელი, მიუხედავად მათი დატვირთვისა, ვალდებულია სკოლაში იყოს ყოველ ორშაბათს 13:00 საათიდან 16:00 საათამდე და მიაწოდოს ინფორმაცია სკოლაში მოსულ მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს მათი შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ.

13.  აკრძალულია სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს გარეშე პირთა სკოლის შენობაში შესვლა სკოლის დირექციასთან შეთანხმების გარეშე. მოსწავლეების მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მიღების დღეებია ყოველი ორშაბათი 13:00 საათიდან 16:00 საათამდე. სხვა დღეებში მოსწავლეების მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს ეზღუდებათ თავისუფალი გადაადგილება სკოლის შენობაში გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სკოლის დირექციასთან შეთანხმების გარეშე.

14.  მოსწავლის გაკვეთილებიდან გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სკოლის დირექტორის/დირექტორის მოადგილის თანხმობის შემთხვევაში, რაც დაუყონებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.

15.  სასკოლო დროის ფარგლებში  სკოლა პასუხს აგებს მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის  უსაფრთხოებაზე.

 


 

თავი 3.  ზოგადი განათლების I, II, III საფეხურებზე სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები

მუხლი 4. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები;

1.    სკოლა იყენებს სასწავლო პროცესის მონიტორინგის  შემდეგ ფორმებს:

ა)  მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება  სხვადასხვა სახის ტესტებით;

ბ) ღია/სამოდელო გაკვეთილების ორგანიზება, შედეგების კათედრის სხდომაზე განხილვა. სკოლაში მიმდინარე სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის და   დირექციისა და მასწავლებელთა მუშაობის გამჭირვალობის მიზნით, შესაძლებელია, მშობლისა და დირექციის თანხმობის შემთხვევაში მშობლის ჩართვა სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე;

2.    სასწავლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს სკოლის დირექტორი ან მის მიერ განსაზღვრული პირი/ჯგუფი

3.    დირექტორს უფლება აქვს, მასწავლებელთან შეთანხმებით მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში დართოს ნება მშობელ/კანონიერ წარმომადგენელს მონაწილეობა მიიღოს საგაკვეთილო პროცესში  (დაასწროს მშობლები გაკვეთილებს).

 

თავი 4. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა

მუხლი 5 სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი

1.    სკოლაში სამუშაოდ მიიღება 18 წლის ასაკს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს სათანადო ცოდნა და უნარები.

2.    სამსახურში მიღებასთან დაკავშირებულ დამატებით მოთხოვნებს საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს სკოლის  დირექტორი.~

 

მუხლი 6. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა შრომითი ხელშეკრულების   დადებამდე

1.    შრომითი ურთიერთობის გაფორმებამდე კანდიდატი ვალდებულია სკოლაში წარადგინოს;

     ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

     ბ) ფოტოსურათი  ¾ დაბეჭდილი ან/და ციფრული ფორმით;

     გ) განცხადება სამსახურში მიღების შესახებ;

     დ) ავტობიოგრაფია/CV;

ე) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მისი ასლი;

ვ)კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის  

       არსებობის შემთხვევაში;

     ზ)სერტიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში, შესაბამისი სერტიფიკატის     

        ნოტარიულად დამოწმებული ასლი;  

     თ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;

     ი)  ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

     კ) სამუშაო გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების   

         შემთხვევაში)

     ლ) პროფესიული მასწავლებლების შემთხვევაში  ე) პუნქტში ზ),  თ)  და ი) პუნქტების შესრულება მოხდება მათი სურვილის შემთხვევაში

     მ) პროფესიული მასწავლებლების შემთხვევაში ,

2.    ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, სკოლა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში კანდიდატისაგან მოითხოვოს სხვა დოკუმენტების წარდგენა, შეამოწმოს მათი სისწორე ან მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება შრომითი ურთიერთობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

3.    დამსაქმებელი ვალდებულია კანდიდატს მიაწოდოს ინფორმაცია:

) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ;

) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი ან ზეპირი) და ვადის

(განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ;

) შრომის პირობების შესახებ;

) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის

    შესახებ;

) შრომის ანაზღაურების შესახებ.

4.    კანდიდატთან წინასახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულებულად ითვლება მხარეთა მიერ შრომითი ხელშეკრულების დადებით ან დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინებით.

5.    დამსაქმებელი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ.

მუხლი 7. სკოლაში თანამშრომლის მიღება

1.  განცხადებების გავრცელება სკოლაში ვაკანტური ადგილის შესახებ ხდება ელექტრონული და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით (სკოლის ვებ-გვერდი, გაზეთი, ვებ-გვერდები სამსახურის მაძიებელთათვის).

2.    კანდიდატების შერჩევა ხდება კონკურსის საშუალებით, ხოლო პროფესიული მასწავლებლებისთვის - კონკურსის საშუალებით ან/და გასაუბრებით.

3.    კონკურსის შემთხვევაში დასაქმების მსურველი პირის სამუშაოზე მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საამისოდ შექმნილი საკონკურსო კომისია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესები, ხოლო  გასაუბრების შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას  იღებს დირექტორი

4.    სამუშაოდ მიღებულ ყველა დასაქმებულთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.    სკოლაში მიღებულ დასაქმებულზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად ინახება წახალისების, დისციპლინური სახდელებისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანების ასლები.

6.    პროფესიული განათლების მასწავლებელი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.


 

თავი 5. შრომითი ურთიერთობის პირობები

მუხლი 8.  ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში დასაქმებულთა სამუშაო დროის

                 აღრიცხვა

1.    ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში დასაქმებულთა სამუშაო დროის ყოველდღიური აღრიცხვა წარმოებს ტაბელის  მეშვეობით;

2.    ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში დასაქმებულებმა  უნდა მოახდინოს მოსვლისა და წასვლის რეგისტრაცია ტაბელში ხელმოწერის  მეშვეობით.  იკრძალება სხვა თანამშრომლის ნაცვლად ტაბელში ხელმოწერის რეგისტრაცია.

 

მუხლი 9. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება და გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

1.    წინასწარ ცნობილი მიზეზით,  სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია წინასწარ  (წინა დღეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 1 (ერთი) საათით ადრე) გააფრთხილოს სკოლის დირექცია გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების შესახებ, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით.

2.    გადაუდებელი აუცილებლობისას (სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო) სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების  შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს სკოლის დირექციას გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების მიზეზი.

3.    დასაქმებულის გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების მიზეზის საპატიოდ ჩათვლის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი. დასაქმებულის გამოუცხადებლობის/სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების მიზეზის საპატიოდ ჩათვლის შემთხვევაში დასაქმებულზე არ გავრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, თუმცა მას ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.

4.    არასაპატიო მიზეზით სკოლაში გამოუცხადებლობა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვება განიხილება დისციპლინურ გადაცდომად და დასაქმებულზე გავრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები ამ შინაგანაწესით დადგენილი რიგითობით, ასევე, დასაქმებულს ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.

5.    სკოლა უზრუნველყოფს დასაქმებულთა სკოლაში გამოცხადების, წასვლის და გაცდენის კონტროლს. დაგვიანებისა და გაცდენის ყოველი შემთხვევა უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორს, ხოლო დასაქმებული ვალდებულია სკოლის დირექტორს წარუდგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება.

მუხლი 10.  დასაქმებულთა  ჩაცმულობის წესი:

1.    რეკომენდირებულია დასაქმებული  იმოსებოდეს კლასიკურად.

2.    დასაქმებული უნდა იმოსებოდეს სადად, ელეგანტურად და გემოვნებით. დაუშვებელია შეუფერებელი, გამომწვევი, ვულგარული, ავანგარდული ან/და ექსცენტრული ჩაცმულობა.

3.    დაუშვებელია იმგვარი სამოსლის ტარება, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, გამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა.

4.    დასაქმებული უნდა გამოიყურებოდეს სოლიდურად და მუდმივად უნდა იყოს მოწესრიგებული.

მუხლი 11.  ზეგანაკვეთური სამუშაო

1.    ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 40 საათს.

2.    ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. დასაქმებული თანხმობით შესაძლებელია ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ მისთვის დამატებითი დასვენების დროის მიცემა.

 

თავი 6. შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი, წესი და პირობები

მუხლი 12.  შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი

1.სკოლის დასაქმებულებზე შრომის ანაზღაურებგაიცემა ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან 10 (ათი) დღის ვადაში.  ანაზღაურების გაცემა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დასაქმებულის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

 

თავი 7.  შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

მუხლი 13. ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

1.    მასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს  ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 40 სამუშაო დღის ვადით. სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს უფლება აქვ ისარგებლო ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში 24 სამუშაო დღით.

2.    პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი პირი/პროფესიული მასწავლებელი, რომელიც შეთავსებით მუშაობს,  ანაზღაურებად შვებულებ იღებს მუშაობის ძირიტად ადგილზე.

3.    დასაქმებულის შვებულებაში წასვლის უფლება წარმოიშობა მუშაობის  11 თვის შემდეგ. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.

4.    დასაქმებული შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით სკოლის დირექტორს მიმართვს წერილობითი განცხადებით. შვებულება ფორმდება სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

5.    დასაქმებული ვალდებულია შვებულების დასრულებისთანავე დაბრუნდეს სამუშაო ადგილს.

6.    ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში, დროებით შრომისუუნარობის გამო ანაზღაურება გაიცემა დროებით შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით.

7.    მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.

8.    შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

მუხლი 14. საშვებულებო ანაზღაურება

1.    დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებიანამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაშიბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

მუხლი 15. ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

1.    დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებითწელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.

2.    ნაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

უხლი 16. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო.

1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო730 კალენდარული დღის ოდენობით.       

2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში -200 კალენდარული დღე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

მუხლი 17. შრომითი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება.

1.    საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 36-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული შრომითი ურთიერთობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.

2.  შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სკოლას  შეუძლია სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება.

 


 

თავი 8. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/საბოლოო ანგარიშსწორება

 

მუხლი 18. დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

1.    სკოლას შეუძლია დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება შემდეგი საფუძვლებით:

     ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები,

         რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;

     ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

     გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;

     დ) დასაქმებულის მიერ სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების   

           საფუძველზე დატოვება;

     ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;

     ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა

         მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;

     ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან

          კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული

          ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 (ერთი) წლის

         განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი     

         ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული

        დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

     თ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით

          ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით

          დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;

     ი) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან

         კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული

         ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 (ერთი) წლის

         განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი

        ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული

        დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

     კ) ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება

         ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა

         აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული        

          აქვს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 21-ე

          მუხლით გათვალისწინებული შვებულება;

     ნ) მასწავლებლის მიერ სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების

         ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით

         არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;

     მ)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2.    შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღის.

 

 

თავი 9. წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა

მუხლი 19. წახალისების ფორმები

1.      მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვისაგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს  შესრულებისათვისხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის  და/ან საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად  თავის გამოჩენისათვის სკოლა უფლებამოსილია დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები;

) სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;

) საპატიო სიგელით დაჯილდოება;

) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

) ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა;

 

მუხლი 20. წახალისების გამოყენების წესი

1.            დასაქმებულის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი, რომელიც  ფორმდება დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.

2.            დირექტორის მოადგილე/შესაბამისი საგნობრივი კათედრა/პედაგოგიური საბჭო/სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია წერილობით მიმართოს სკოლის დირექტორს დასაქმებულის წახალისების მოთხოვნით.

3.            დასაქმებულის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამოდენიმე ფორმა.

მუხლი 21. დისციპლინური დევნა

1.      დისციპლინური დევნა არის სკოლის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის ან დასაქმებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა.

2.      სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.

3.      სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი.

4.      დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.                                                                                                                                                             

5.      დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეს ან დასაქმებულს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.   

6.      დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.

7.      ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.

8.      დაუშვებელია სკოლის მიერ დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც დასაქმებულმა ან მოსწავლემ ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.

9.      დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი ის შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან.

მუხლი 22. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომა

1.      დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი;

2.      დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა:

) დასაქმებულის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა, სკოლის შინაგანაწესის 

    შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

) დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი

    დამოკიდებულება;

) დასაქმებულის, მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის ან სკოლის

    დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი,  ზნეობრივ - ეთიკური

    ნორმების დარღვევა.

) დასაქმებულის ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის რეპუტაციას/ავტორიტეტს;

) მასწავლებლის მიერ  მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის 

    დარღვევა;

) მოსწავლეზე/მოსწავლის/პროფესიული სტუდენტზე ფსიქოლოგიური ზეწოლა;

) მოსწავლის/მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის  პირად ცხოვრებაში ჩარევა;

) კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა;

)  სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა

    ტოქსიკური საშუალებების მიღება;

) სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან

   ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ;

) სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერიალური / ქონებრივი

    ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

 )სკოლის ტექნიკის, აღჭურვილობისა და დოკუმენტების უნებართვოდ ან

   არასათანადოდ გამოყენება;

) სკოლის ტერიტორიაზე ან სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა;

) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება;

)დირექციის წევრის, სკოლაში დასაქმებულის, მოსწავლის, პროფესიული

    სტუდენტის  მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე

    შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა;

) სამსახურში დაგვიანება, გაუფრთხილებლად სამუშაოს გაცდენა ან სამუშაო

    დროის განმავლობაში სამსახურის დატოვება;

რ) სკოლის დოკუმენტაციის (საკლასო ჟურნალი, კათედრის პორტფოლიო და

     სხვა) წარმოების წესის დარღვევა;

ს) საგაკვეთილო პროცესის შეგნებულად ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;

) დასაქმებულისთვის შეუფერებელი სხვა საქმიანობა;

3.      დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

)  შენიშვნა;

) წერილობითი გაფრთხილება;

გ) საყვედური;

) სასტიკი საყვედური;

) ათ დღემდე სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;

) სამსახურიდან გათავისუფლება.

4.      დისციპლინური სახდელის სახით შენიშვნა გამოიყენება:

დისციპლინური სახდელის არმქონე დასაქმებულის მიერ ამ შინაგანაწესიგათვალისწინებული უმნიშვნელო დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის, რომლის ჩადენისთვისაც არ არის გათვალისწინებული უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელი.

5.      დისციპლინური სახდელის სახით წერილობითი გაფრთხილება გამოიყენება:

)ერთზე მეტი დაგვიანების ან გაკვეთილის/მეცადინეობის გაუფრთხილებლად

   გაცდენის შემთხვევაში;

) სკოლის დოკუმენტაციის (საკლასო ჟურნალი, კათედრის პორტფოლიო და      

     სხვა) წარმოების წესის დარღვევა;

) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში.

6.      დისციპლინური სახდელის სახით  საყვედური შეიძლება გამოყენებულ იქნეს:  შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ დასაქმებულის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (შენიშვნა) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატიურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე. დისციპლინური სახდელის სახით საყვედური გამოიყენება:

) წერილობითი გაფრთხილების შემდეგ დასაქმებულის მიერ იგივე სახის

   გადაცდომის ჩადენის შემთვევაში;

) ხუთი და მეტი დაგვიანებისას ან ორზე მეტი გაკვეთილის/მეცადინოების

    არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის

) მასწავლებლის/პროფესიული მასწავლებლის  ეთიკის ნორმების 

    დარღვევისათვის;

) განმეორებითი შემთხვევასკოლის დოკუმენტაციის (საკლასო ჟურნალი,

კათედრის პორტფოლიო და სხვა ) წარმოების წესის დარღვევა;

ე)  სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების განმეორებითი შემთხვევა.

7.      დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური შეიძლება გამოყენებულ იქნეს: დასაქმებულის მიერ შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (საყვედური) ან პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე:

) სამი და მეტი შემთხვევა სკოლის დოკუმენტაციის (საკლასო ჟურნალი,

    კათედრის პორტფოლიო და სხვა ) წარმოების წესის დარღვევა;

) მოსწავლეზე/პროფესიულ სტუდენტზე ფსიქოლოგიური ზეწოლისათვის;

) მოსწავლის/პროფესიულ სტუდენტის ან კოლეგის სიტყვიერი

     ეურაცხყოფისათვის;

 ) გაკვეთილის შეგნებული ჩაშლისათვის;

სისტემატიური დაგვიანებისა და გაკვეთილების გაცდენისათვის;

უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის;

სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების სამი და მეტი შემთხვევა.

8.      დისციპლინური სახდელის სახით არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

დასაქმებულის მიერ შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (სასტიკი საყვედური) ან პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით უმნიშვნელო მატერიალური / ქონებრივი ზიანის მიყენების ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნისათვის;

9.      დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომებმა შედეგი არ გამოიღო და დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება. პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლდება:

) მოსწავლის, პროფესიულ სტუდენტის, დირექციის წევრის, სკოლაში

   დასაქმებულის, მოსწავლის ან პროფესიულ სტუდენტის მშობლის ან კანონიერი

    წარმომადგენლის სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური

    შეურაცხყოფისათვის;

) სკოლისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;

) სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური

    საშუალებების მიღების შემთხვევაში;

დ)სამსახურში არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური

    საშუალებების ზემოქმედების ქვეშ გამოცხადების შემთხვევაში.

10.  დისციპლინური გადაცდომის ჩადენა დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან ვადაზე ადრე მოხსნამდე უკვე შეფარდებულ დისციპლინურ სახდელზე უფრო მძიმე დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველია;

11.  დისციპლინური სახდელის დადებამდე დასაქმებულს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ უნდა იქნეს აქტი, რომელიც  ხელმოწერილი იქნება დამსწრე პირთა მიერ.

მუხლი 23. დასაქმებულთა დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები და დისციპლინური წარმოების დაწყება

1.    დასაქმებულთა (გარდა მასწავლებლების) დისციპლინურ გადაცდომებს განიხილავს სკოლის დირექტორი ან დისციპლინური კომიტეტი.

2.    მასწავლებელთა გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოა დისციპლინური კომიტეტი.

3.    დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

     ა) მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის, მოსწავლის ან პროფესიული

        სტუდენტის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, სკოლაში დასაქმებული

        პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის

        სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი

        წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

     ბ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც

        ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს დასაქმებულის მიერ დისციპლინური

       გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის

       საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, დასაქმებულის მიერ ისეთი

       ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად

       ჩაითვალოს.

4.    ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების წერილობითი მიმართვიდან ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამოვლენიდან 5 დღის ვადაში სკოლის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას დასაქმებულის (გარდა მასწავლებლის) დისციპლინური წარმოების პირადად, დამოუკიდებლად განხორციელების შესახებ ან იმავე ვადაში დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე წერილობით მიმართავს დისციპლინურ კომიტეტს.

5.    მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების დაწყების მიზნით დისციპლინურ კომიტეტს წერილობით მიმართავენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სკოლის სამეურვეო საბჭო ან/და სკოლის დირექტორი.

6.    დასაქმებულის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა.

მუხლი 24. საქმის გარემოებათა გამოკვლევა

1.    სკოლის დირექტორი/დისციპლინური კომიტეტი ვალდებულია დისციპლინური წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

2.    დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს სკოლის დირექტორთან/დისციპლინურ კომიტეტთან დისციპლინური წარმოებისას.

3.    საქმის გარემოებებიდან გამომდინარე სკოლის დირექტორი/დისციპლინური კომიტეტი უფლებამოსილია:

     ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;

     ბ) შეაგროვოს ცნობები;

     გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს;

     დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი;

     ე) დანიშნოს ექსპერტიზა;

     ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები;

     ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს

         კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

4.    დასაქმებულს უფლება აქვს დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მას დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.

5.    დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.

6.    შუამდგომლობასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორი/დისციპლინური კომიტეტი 2 დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

     ა) შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;

     ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

7.    დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს დისციპლინური წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალებისა, რომელიც შეიცავს  კანონმდებლობით გათვალისწინებულ საიდუმლო ინფორმაციას.

8.    დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს დისციპლინურ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების ასლები. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი საქმის მასალების ასლები გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 25. დისციპლინური კომიტეტის სხდომის მიმდინარეობის წესი

1.    დისციპლინური კომიტეტის სხდომას ხსნის და დახურულად აცხადებს დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული (არჩეული) სხდომის თავმჯდომარე.

2.     სხდომის თავმჯდომარეს სხდომა მიჰყავს დღის წესრიგის შესაბამისად.

3.    დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.

4.    დისციპლინური კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.

მუხლი 26. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობა/აცილება

1.    დისციპლინურ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინური კომიტეტის ის წევრი, რომელიც:

     ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;

     ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის

         ნათესავია;

     გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;

     დ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;

     ე) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის

          წევრია.

2.    ამ წესის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:

     ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

     ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;

     გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;

     დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

3.    დისციპლინური კომიტეტის წევრი ვალდებულია დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარეს აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.

4.    დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს დისციპლინური კომიტეტის წევრის აცილების საფუძველი, უფლება აქვს წერილობით განუცხადოს მას აცილება.

5.    აცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს.

6.    დისციპლინური კომიტეტის წევრის აცილების საკითხს წყვეტს დისციპლინური კომიტეტი ამ წევრის მონაწილეობის გარეშე.

7.    დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე ვალდებულია აცილების შესახებ განცხადება წარადგინოს დისციპლინური წარმოების დაწყებიდან ან იმ მომენტიდან 2 დღის განმავლობაში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ფაქტი ან გარემოება, რომელიც იძლევა აცილების საფუძველს.

მუხლი 27. დისციპლინური კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღება

1.    დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.

2.    დისციპლინური კომიტეტი გადაწყვეტილებას დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ იღებს მიმართვის წარდგენიდან 3 კვირის ვადაში.

3.    დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმით.

4.    დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმში აისახება: დისციპლინური კომიტეტის დასახელება დისციპლინური კომიტეტის სხდომის ადგილი, თარიღი, მისი დაწყების დრო, განხილვის საგანი სხდომის მიმდინარეობა, დისციპლინური კომიტეტის შემადგენლობა, დამსწრეთა ვინაობა, მათი პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტაცია, მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები, სხდომაზე მიწვეულ პირთა ვინაობა და მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციები, კენჭისყრის შედეგები, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შინაარსი, სხდომის დამთავრების დრო.

5.    დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმს ხელს აწერენ დისციპლინური კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

6.    დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ დისციპლინური კომიტეტის ოქმი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ოქმის შედგენიდან 3 დღის ვადაში ეგზავნება სკოლის დირექტორს.

მუხლი 28.  დისციპლინური სახდელის დაკისრება/დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე უარის თქმა

1.    დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და შეიტანება დასაქმებულის პირად საქმეში.

2.    დისციპლინური გადაცდომის პირადად წარმოებისას, სკოლის დირექტორი დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ შინაგანაწესის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან  3 კვირის ვადაში, რის თაობაზეც იმავე ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს.

3.    დისციპლინური კომიტეტის მიერ დისციპლინური გადაცდომის წარმოებისას, ამ შინაგანაწესის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია:

     ა) გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი -

       დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით,

       ოქმის მიღებიდან არაუმეტეს 4 დღის ვადაში.

     ბ) არ გაიზიაროს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება

        დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით

        და ოქმის მიღებიდან არაუმეტეს 4 დღის ვადაში დისციპლინურ კომიტეტსა და  

        დაინტერესებულ პირს წერილობითი ფორმით დაუსაბუთოს უარი

        მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან

        დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის

        გამოცემაზე.

4.    მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, სკოლის დირექტორი ვალდებულია წერილობითი ფორმით განუმარტოს მასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.

5.    დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმის  შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე სკოლის დირექტორი ვალდებულია მისცეს დაინტერესებულ პირს უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა, თუ:

     ა) უარი ეფუძნება ინფორმაციას დაინტერესებული პირის შესახებ;

     ბ) ინფორმაცია, რომელსაც ეფუძნება უარი, განსხვავდება დაინტერესებული პირის

         მიერ წარდგენილი ინფორმაციისაგან.

6.    ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა არ გამოიყენება, თუ დაინტერესებულ პირს უკვე წარდგენილი აქვს საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, აგრეთვე გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ინტერესს. ასეთ შემთხვევაში სკოლის დირექტორი ვალდებულია მიუთითოს, თუ რა გადაუდებელი გარემოება არსებობს.

მუხლი 29. გასაჩივრება

1.    სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორის უარი დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე ან დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ საჩივრდება სამეურვეო საბჭოში (სააპელაციო კომიტეტში არსებობის შემთხვევაში).

2.    ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრება არ იწვევს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტის მოქმედების შეჩერებას.

3.    სამეურვეო საბჭო (სააპელაციო კომიტეტი არსებობის შემთხვევაში-?????????), ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების ნორმებით.

მუხლი 30. დისციპლინური წარმოების სპეციალური წესი

1.    იმ შემთხვევაში თუ დისციპლინური კომიტეტი ამ შინაგანაწესით დადგენილი წესით მოწვეულ იქნება ორჯერ და არ შედგება კვორუმი ამ შინაგანაწესის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  სკოლის დირექტორი უფლებამოსილია განიხილოს დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომის საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით.

2.    ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის გარემოებათა გამოკვლევისას სკოლის დირექტორი ხელმძღვანელობს ამ შინაგანაწესის 24-ე მუხლით დადგენილი წესით.

3.    ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სკოლის დირექტორი გადაწყვეტილებას დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ იღებს მიმართვის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

4.    სკოლის დირექტორის მიერ მიღებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ შინაგანაწესის 29-ე მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 31. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე  მოხსნა და მოქმედების ვადა

1.    დასაქმებულის დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაა 1 წელი.

2.    დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნას მოხსნილი, თუ დასაქმებულმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა.

3.    დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და შეიტანება დასაქმებულის პირად საქმეში.

4.    დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ან დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ დასაქმებულს არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური სახდელი.

5.    დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში დასაქმებულის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ფორმები. გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს სკოლის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

თავი 10. მოსწავლეების დისციპლინური წარმოების თავისებურებანი

მუხლი 32. მოსწავლეთა დისციპლინური დევნის თავისებურებანი

მოსწავლეთა დისციპლინური წარმოებისას გამოიყენება ამ შინაგანაწესის მე-9 თავით დადგენილი წესები ამ თავით გათვალისწინებული თავისებურებების გათვალისწინებით.

მუხლი 33. მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის დისციპლინური გადაცდომა/დისციპლინური სახდელი

1.    მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:

ა) მეცადინეობების არასაპატიო მიზეზით გაცდენა;

) დაგვიანება;

) მეცადინეობის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;

) მეცადინეობის თვითნებურად მიტოვება;

) მოსწავლის/პროფესიული სტუდენტის/დირექციის წევრის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის /პროფესიული სტუდენტის/მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა;

) სკოლის ქონების, შენობის შეგნებული დაზიანება;

) მობილური ტელეფონით სარგებლობა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;

) მოსწავლის მიერ შინაგანაწესის 38- მუხლის დარღვევა.

) მოსწავლის გამოცხადება სკოლაში შემდეგი ნივთებით:

·         თამბაქოს ნაწარმი;

·         ყველანაირი სახის იარაღი ან ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;

·         სანთებელა ან ასანთი;

·         ალკოჰოლური საშუალებები;

·         ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;

·         ძვირადღირებული ნივთები, დიდი ოდენობით ფული;

·         აზარტული თამაშის საშუალებები;

·         უხამსობის ამსახველი ნივთები;

·         ნარკოტიკული საშუალებები;

·         ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები;

·         ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

) პროფესიული სტუდენტის გამოცხადება სკოლაში შემდეგი ნივთებით:

·         ყველანაირი სახის იარაღი ან ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;

·         ალკოჰოლური საშუალებები;

·         ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;

·         აზარტული თამაშის საშუალებები;

·         უხამსობის ამსახველი ნივთები;

·         ნარკოტიკული საშუალებები;

·         ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები;

·         ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.

     ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის სხვაგვარი დარღვევა.

 მ)მოსწავლისთის/პროფესიული სტუდენტისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების     ჩადენა.

2.    დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:

) შენიშვნა;

) საყვედური;

) სასტიკი საყვედური;

) გაკვეთილიდან გაძევება;

) სკოლიდან დროებით დათხოვნა;

) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;

)  მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.

მუხლი 34.  მოსწავლეთა დისციპლინური წარმოება

1.    დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, დამრიგებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირის, მოსწავლეთა თვითმართველობის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;

ბ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მოსწავლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მოსწავლის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს. (ხომ არ ამოვიღოთ)

2.    წინამდებარე შინაგანაწესის 33- მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება აქვს მასწავლებელს;

3.    წინამდებარე შინაგანაწესის 33- მუხლის მე–2  პუნქტის ,,“, ,,“,,,და ,,“ (5 დღემდე ვადით) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი. ~

4.    წინამდებარე შინაგანაწესის  33- მუხლის მე–2 პუნქტის ,,“ (5-10 დღემდე ვადით), ,,და ,,ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს დისციპლინური კომიტეტი ფარული კენჭისყრით.

5.    დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.

6.    მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების,  აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.

7.    დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსწავლეს, მისი მშობლის თანდასწრებით, უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ იქნება აქტი, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს დამსწრეთა მიერ.

8.    მასწავლებლის მიერ წინამდებარე შინაგანაწესის 33- მუხლის მე–2 პუნქტის ,,ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდების შემთხვევაში, მასწავლებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე  დაუყოვნებლივ აცნობოს სკოლის დირექტორს. მოსწავლე დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს დირექტორთან. დირექტორი მოსწავლის მშობელს აცნობებს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების ფაქტსა და მიზეზებს.

9.    მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვისდღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვისდღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით. მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას.

10.  სკოლა ვალდებულია მოსწავლე გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს.

11.  სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ  გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.

12.  მოსწავლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და იტანება მოსწავლის პირად საქმეში.

13.  მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება  მოეხსნას თუ მოსწავლემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, გამოირჩევა სანიმუშო ქცევით და აქვს გარკვეული მიღწევები. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი. გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და იტანება მოსწავლის პირად საქმეში.

14.  მოსწავლის დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაა 6 თვე. თუ მოსწავლეს 6 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური  სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

 

მუხლი 35. მოსწავლის პირადი გასინჯვა

1.    პირადი გასინჯვა მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ან მანდატურის მიერ სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.  

2.    მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს ან მანდატურს სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.

3. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა.

4. პირად გასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის ან მანდატურის მიერ მოსწავლის გაფრთხილება პირადი გასინჯვის შესახებ.

5. დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა.

 

თავი 11. მატერიალური პასუხისმგებლობა

 

მუხლი 36. დასაქმებულთა, პროფესიულ სტუდენტთა და მოსწავლეთა მატერიალური პასუხისმგებლობა

1.    სკოლაში დასაქმებულები, პროფესიული სტუდენტები და მოსწავლეები პასუხისმგებელი არიან სკოლის ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე.

 

2.    დასაქმებულები, პროფესიული სტუდენტები და მოსწავლეები ვალდებული არიან:

     )  ქონება გამოიყენონ მხოლოდ დანიშნულებით;

     ) ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა და

       დაკარგვის შესახებ აცნობონ სკოლის დირექტორს;

 

3.    დასაქმებულები, პროფესიული სტუდენტები და მოსწავლეები ვალდებული არიან აანაზღაურონ სკოლისთვის მიყენებული მატერიალური ზარალი  საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.


 

თავი 12. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები

მუხლი 37. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა

1.    სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან. 

2.    პირველ კლასში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;                                                                                                              ) მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3X4);                                                                                                                                ) მოსწავლის ფოტოსურათი დისკზე;                                                                                                                                     ) დაბადების მოწმობის  ნოტარიულად დამოწმებული ასლი;                                                                                   ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;                                       

) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;                                                                                                                     ) სსსმ მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობა.

3.    II-XII კლასებში მოსწავლის ჩასარიცხად ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა დამატებით წარმოსადგენია მოსწავლის მიერ წინამდებარე კლასის დასრულების დამადასტურებელი