ინფორმაცია

აგარის საჯარო სკოლას 2004-2005 წლებში მოპოვებული აქვს 3000 ლარიანი გრანტი, გრანტის საშუალებით შეიქმნა ეკოლოგიური კვლევის ცენტრი.

სკოლამ ასევე მოიპოვა 1500 დოლარიანი გრანტი, რომლითაც მოეწყო ღია სპორტული მოედანი.

2008 წელს სკოლამ სახელობო სწავლებისათვის მოიპოვა 7080 ლარიანი  გრანტი, შეძენილ იქნა ავტომანქანა „ჟიგული“, მოეწყო სათანადოდ აღჭურვილი კაბინეტი, სადაც XII კლასის მოსწავლეები ეუფლებოდნენ ავტომძღოლის პროფესიას.

სკოლა მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსებსა და ღონისძიებებში, „ირმის ნახტომის“ საგაკვეთილო კონკურსში მონაწილეობას იღებდა  ბიოლოგიის,  დაწყებითი კლასის, ისტორიის და მათემატიკის მასწავლებელი. მათმა საგაკვეთილო გეგმებმა მაღალი  შეფასება დაიმსახურა.

საგრანტე კონკურსებში გამარჯვების შედეგად მოპოვებულ იქნა 7000 ლარიანი საბუნებისმეტყველო კაბინეტის  აღჭურვილობა და  30 კაციანი საველე აღჭურვილობა, რომელსაც ექსკურსიებსა და ლაშქრობებზე იყენებენ, მაღალი კლასის მოსწავლეები.

სკოლას ჰყავს ოთხი „ღირსების ორდენის“ კავალერი მასწავლებელი: დარეჯან ბეგიაშვილი, ფატიმა კალანდაძე, გოჩა რაზმაძე, მანანა მეყანწიშვილი.

სამი „წარმატებული პედაგოგის“ წოდების მასწავლებელი: ნინო ხვედელიძე, ელზა ხომასურიძე, ნინელი ხაპირაშვილი.

ერთი გოგებაშვილის მედლის მფლობელი მასწავლებელი-ინგა სებისკვერაძე.

აგარის საჯარო სკოლის პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები წლების მანძილზე მონაწილეობდნენ განათლების სამინისტროს მიერ მოწყობილ „გუნდურ ინტეგრირებულ პროექტებში“,  სადაც დაჯილდოვდნენ  I და  II  ხარისხის დიპლომებით და ფულადი პრემიებით (600-400ლ).

გამარჯვებული პროექტებია: „SOS ტყეში საშიში მავნებელია“, „დედამიწა ნარჩენების გარეშე“, „ბუნება მბრძანებელია“, „ორნამენტები ბარბარე ბებოს მზითევიდან“, „უეცარი უბედურება“, „მზის ბატარეა და ნათელი მომავალი“, „ქვაში გაჟღერებული ჰარმონია“.

2014 წელს სამოქალაქო კლუბი „ტექნიკის კონკურსში“ გამარჯვებისთვის დაჯილდოვდა საკლუბო ტექნიკის კომპლექტით: პრინტერი ქსეროქსი სკანერი, პროექტორი, კომპიუტერი, ეკრანი, ციფრული ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა და ფლეშ მეხსიერების ბარათი.

სამოქალაქო კლუბმა პროექტში „იყავი ჯანმრთელი“ გამარჯვებისთვის მოიპოვა 700 ლარი. ამ თანხით სკოლამ შეიძინა წიგნები, სპორტული ბურთები , ჩოგბურთის მაგიდა, კალათები, ფრენბურთის ბადე, ორი ჩოგანი.

სამოქალაქო განათლების პედაგოგი იზოლდა ხოდელი დაჯილდოვდა „შიდა ქართლის რეგიონის წლის სასწავლო სამოქალაქო კლუბის საუკეთესო მეურვის“ მადლობის სიგელით.

აგარის საჯარო სკოლის ქართული ენა ლიტერატურის პედაგოგი მაია ხარაული 2017 წელს მონაწილეობდა  საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაში. წარადგინა  პროექტი პოსტერით „კიბერბულინგის საფრთხეები და პრევენცია“. პროექტმა გაიმარჯვა და  Microsoft -მა დამაჯილდოვა ნოუთბუქით. ხოლო 2018 წელს ამავე კონფერენციაზე მომხენებლად იყო მიწვეული, რათა მასწავლებლებისთვის გაეცნო ვიდეორედაქტორი  Wondershare Filmora, კარგი და მაღალხარისხიანი მონტაჟის პროგრამა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია დამონტაჟდეს მაღალი ხარისხის ფილმები სუბტიტრებით, ამ პროგრამის გამოყენებით შექმნილი საინტერესი რესურსები საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და ეფექტიანი სწავლებისთვის.

© 2016 Agara Public School. All rights reserved. Developed By Zaza Giorgadze

ძებნა საიტზე

ixxx