პროფესიული

აგარის საჯარო სკოლამ განახორციელა  2016 წლის საშემოდგომო და 2017 წლის საგაზაფხულო პროფესიული სტუდენტების მიღება.

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლობამ, შპს ,,აგარის შაქრის კომპანიამდა ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს აგარის საჯარო სკოლაში პროფესიული განათლების დანერგვისა და ამ მიზნით კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს: ქეთევან ნატრიაშვილმა - საქართველოს განათლების და მეცნიერებს სამინისტრო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნათია ნაცვლიშვილმა - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ, ზაზა გულიაშვილმა - ქარელის გამგებელმა, ალხან ალიზადამ - შპს ,,აგარის შაქრის კომპანიისდირექტორმა, და დარეჯან ბეგიაშვილმა - აგარის საჯარო სკოლის დირექტორმა.

პროფესიული განათლების პროგრამებს განხორციელება აგარის საჯარო სკოლაში დაიწყო 2016 წლის სექტემბერში.

 მომზადება-გადამზადების კურსები ელექტრიკოსის, ზეინკალ-სანტექნიკოსისშემდუღებლისა და სურსათის უვნებლობის ლაბორანტის ასისტენტის პროფესიებში ღიააროგორც მე-10-12 კლასის მოსწავლეებისათვის, ასევე ზრდასრულთათვის, რომელთაც სურს პროფესიული უნარების გაუმჯობესება ან ახალი პრფესიის შეძენა.

მიმდინარეობს მოდულური სწავლება, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სახელოსნოებში.

 კურსდამთავრებულებს აქვთ კარგი შესაძლებლობა დასაქმდნენ ადგილობრივ შრომის ბაზარზე.

აგარის საჯარო სკოლაში მიმდინარე ინიციატივა უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ხელშეწყობით და რომლის მიზანია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის თანხვედრაში მოყვანა საქართველოს დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან და განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა ზრდასრული მოსახლეობისათვის.

განათლების სისტემა უნდა იძლეოდეს პირადი და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობა საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ასეთი განათლება გახდეს დასაქმების გაზრდისა და შრომის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტი“.

აგარის საჯარო სკოლის გამოცდილება ხელს შეუწყობს ზრდასრულთა პროფესიული მომზადება-გადამზადების დანერგვასა და კერძო-საჯარო პარტნიორობის განვითარებას საქართველოს სხვა სკოლებსა და პროფესიულ კოლეჯებში.

სტუდენტის გზამკვლევი      

დიპლომის შაბლონი 

 

© 2016 Agara Public School. All rights reserved. Developed By Zaza Giorgadze

ძებნა საიტზე

Jordan Willis Jersey