სტუდენტთა შეფასება

დამტკიცებულია

სსიპ - ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლის დირექტორის მიერ

2016 წლის 27 აგვისტოს N2-183 ბრძანებით

(ცვლილება 2019 წლის 25 იანვრის N2-08 ბრძანება)

დირექტორი                    დ .ბეგიაშვილი

 

 

სსიპ - ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლის

 

პროფესიულ სტუდენტთა

მიღწევების შეფასება

პროფესიულ სტუდენტთა მიღწევების შეფასება

შინაარსი

 

მუხლი 1.

ზოგადი დებულებები ............................................................................................................... ......... ..

3

მუხლი 2.

მოდულური პროგრამების ფარგლებში შეფასების არსი და მიზანი.....

3

მუხლი 3.

მოდულური პროგრამების ფარგლებში შეფასების პრინციპები...................................................

4

მუხლი 4.

მოდულური პროგრამების ფარგლებში შეფასების ეტაპები...........................................................

4

მუხლი 5.

მოდულური პროგრამების ფარგლებში შეფასების ტიპები............................................................

5

მუხლი 6.

მოდულის ფარგლებში სტუდენტის შეფასების წესები.................................................................

5

მუხლი 7.

განმეორებითი შეფასების შესაძლებლობა.............................................................................6

მუხლი 8. სტუდენტთა შეფასების გასაჩივრების  წესი--------------------------------------------6

 

მუხლი 9.

შეფასების ინსტრუმენტების ვერიფიკაცია........................................................................................

7

მუხლი 10.

მტკიცებულებათა შეგროვება და შენახვა...........................................................................................

8

მუხლი 11.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტებით გაანგარიშების წესი ....................

9

მუხლი 12.

დასკვნითი დებულებანი.......................................................................................................................

9

 

 

 


 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.      წინამდებარე წესი არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის საჯარო სკოლის (შემდგომში-სკოლა)პროფესიულ სტუდენტთა მიღწევების შეფასების საკითხებს როგორც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი საფუძველზე შექმნილი პროგრამების (შემდგომში - მოდულური პროგრამა), ასევე საგნობრივი პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში.

 

2.      წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №121/ნ „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“   და სხვა სამართლებრივი აქტები.

 

მუხლი 2.  მოდულური პროგრამების ფარგლებში შეფასების არსი და მიზანი

1.      მოდულის ფარგლებში  შეფასება წარმოადგენს  სტუდენტი სწავლის შედეგების მიღწევის დამადასტურებელი მტკიცებულებების შექმნის და შეგროვებს პროცესდა წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებსაფუძველზე  მათ შეფასებას.

2.      ეფასების ჩატარების მიზანია:

  • სტუდენტის ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასება
  • სწავლების მიღწევების აღიარება - კომპეტენტურია თუ  არა სტუდენტი
  • სტუდენტის დახმარება მის კარიერულ განვითარებაში
  • დამსაქმებელთა დახმარება დასაქმებულთა კომპეტენციების განსაზღვრაში
  • ეროვნული ან საერთაშორისო სტანდარტებისა და ხარისხის  შენარჩუნება

 


 

მუხლი 3.  მოდულური პროგრამების ფარგლებში შეფასების პრინციპები,

1.      მოდულური პროგრამების ფარგლებში გამოყენებული შეფასების ძირითადი პრინციპებია -  ვალიდობა; სანდოობა; მოქნილობა; სიმარტივე;  თანასწორობა და სამართლიანობა.

2.      ვალიდურობა არკვევს  არის თუ არა შეფასება მიზნის შესატყვისი; აძლევს თუ არა სტუდენტს შესაძლებლობას მტკიცებულებების საფუძველზე წარმოაჩინოს კონკრეტული კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნა და უნარები.

3.      სანდოა შეფასება, თუ შეფასების შედეგები ერთი და იგივეა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ და როდის აფასებს სტუდენტის ცოდნასა და უნარებს.

4.      შეფასების პროცესი საჭიროა იყოს მარტივი, ადვილად გასაგები და მისი გამოყენება შეძლოს პროცესში ჩართულმა ყველა პირმა.  სიმარტივე არ ნიშნავს იმას, რომ მოდულის მტკიცებულებებიდან რომელიმე იყოს უგულებელყოფილი. სიმარტივე მიიღწევა მაშინ, როდესაც შეფასების ინსტრუმენტები აღწერილია გასაგები ენით და ყველა სტუდენტს ესმის მათი არსი.

5.      შეფასების მიუკერძოებელობისა და სამართლიანობისთვის საჭიროა რომ ის ეფუძნებოდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ, სამართლიან, ამომწურავ და  სტუდენტისათვის წინასწარ ცნობილ კრიტერიუმებსა და პროცედურებს. მასში ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული კონკრეტული კრიტერიუმები და მახასიათებლები, რომელთა მიხედვითაც მაქსიმალურად ობიექტურად და სამართლიანად შეფასდება ნებისმიერი სტუდენტის   ნამუშევარი.

 

მუხლი 4.  მოდულური პროგრამების ფარგლებში შეფასების ეტაპები

1.      მოდულირი პროგრამის ფარგლებში შეფასება შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

o   სწავლის შედეგების გაცნობა;

o   შეფასების დაგეგმვა;

o   შეფასების ინსტრუმენტების შერჩევა;

o   შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება;

o   შეფასების ინსტრუმენტების შემოწმება

o   სტუდენტის შეფასება;

o   მტკიცებულების შემუშავება, შეგროვება, განხილვა;

o   მტკიცებულების განხილვა კრიტერიუმებთან მიმართებით და შეფასების გადაწყვეტილებების მიღება;

o   სტუდენტის შეფასების შესახებ გადაწყვეტილებების გაფორმება.

 

მუხლი 5.  მოდულური პროგრამების ფარგლებში შეფასების ტიპებ

1.      მოდულური  პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიღწევები შესაძლებელია განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით განხორციელდეს.

2.      განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული პროფესიული სტუდენტის განვითარების დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.

3.      განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს პროფესიული სტუდენტის მიღწევის დონეს მოდულური პროგრამით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ შეფასების შედეგების გათვალისწინება ხდება სწავლის შედეგის/მოდულის შეფასებაში.

1.   განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.

2.   განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:

o სწავლის შედეგი დადასტურდა;

o სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

 

უხლი 6  მოდულის ფარგლებში სტუდენტის შეფასების წესები

1.      მოდულური პროგრამების პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასების წესი განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტით ან/და მოდულებით.

2.      მოდულის ფარგლებში სტუდენტის შეფასება ასევე უნდა გათვალისწინებული იყოს შემდეგი:

o   მოდულური პროგრამის გავლის დასადასტურებლად  დადებითად  უნდა შეფასდეს პროგრამით გათვალისწინებული ყველა მოდული;

o   მოდულის ფარგლებში  დადებითად უნდა შეფასდეს მოდულის შესაბამისი ყველა სწავლის შედეგი;

o   სწავლის შედეგის დადებითად დადასტურების  შემთხვევაში სტუდენტს  არ მოეთხოვება ამავე სწავლის შედეგის  ხელახალი დადასტურება;

o   შესაძლოა რამდენიმე სწავლის შედეგის ერთად შეფასება;

o   შეფასება შეიძლება განხორციელდეს როგორც სკოლის ფარგლებში - სასწავლო აუდიტორიაში, კომპიუტერულ კლასში, სახელოსნოებში, ასევე  პრაქტიკის ობიექტებზე.

 

მუხლი 7.  ანმეორებითი შეფასების შესაძლებლობა

1.      სწავლის შედეგის დაუდასტურებლობის შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს, კანონით განსაზღვრული წესით, ეძლევა აღნიშნული სწავლის შედეგის დადასტურების  უფლება.

2.      სწავლის შედეგის დაუდასტურებლობის შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს შეუძლია გაიაროს განმეორებითი შეფასება მოდულის მიმდინარეობისას ან/ და დასრულების შემდეგ  მოდულების წინაპირობების გათვალისწინებით.

3.      განმეორებითი შეფასების პირობები ასევე შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს თითეოული შეფასებისთვის შესაბამის შეფასების ინსტრუმენტებში.

 

 

მუხლი 8. სტუდენტთა შეფასების გასაჩივრების  წესი

 

1.         პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია შედეგების გაცნობიდან არა უგვიანეს 2 დღისა,წერილობითი საჩივარი წარადგინოს პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების ადმინისტრაციასთან, რომელიც შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა შესაბამისი მოდულის პროფესიული განათლების მასწავლებელს იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს.

2.         შესაბამისი მოდულის პროფესიული განათლების  მასწავლებელი წერილობით საჩივარს განიხილავს 2დღის ვადაში.

3.         იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული სტუდენტის მოდულის სწავლის შედეგი ფასდება მხოლოდ ერთი შემფასებლის მიერ და პროფესიული სტუდენტი არ ეთანხმება მიღებულ შეფასებას,  მასთან და ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის მენეჯერთან შეთანხმებით,  შესაძლოა   შემფასებლად გამოყოფილ იქნას დაწესებულების შესაბამისი კომპტენციის მქონე სხვა   პროფესიულ განათლების მასწავლებელი. სხვა შემთხვევაში, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია   მიიღოს გადაწყვეტილება პროფესიული სტუდენტის შეფასების კომისიური წესით გადახედვის ან   განმეორებითი  განმსასზღვრელი შეფასების დანიშვნის თაობაზე.

4.            პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია შედეგის გაპროტესტების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს დაუსაბუთოს მიღებული შეფასების ობიექტურობა, უფლებამოსილია პროფესიული სტუდენტის შეფასება შეცვალოს(პროფესიული სტუდენტის სასარგებლოდ) ან დატოვოს ძალაში, თუ პროფესიული სტუდენტის მიერ წარდგენილი საჩივარი უსაფუძვლო ან   დაუსაბუთებელია.

5.            პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პროფესიული განათლების მასწავლებელი/კომისიის თავმჯდომარე კოლეჯის დირექტორის სახელზე წარადგენს მოხსენებით ბარათს  მოდულური პროგრამის მოდულის შედეგის დადასტურება/არ დადასტურების კორექტირებას შესაბამის უწყისში.

6.            ზოგადი ხასიათის წერილობითი საჩივარი, რომელშიც არგუმენტირებულად და მკაფიოდ არ იქნება განსაზღვრული თუ რას აპროტესტებს პროფესიული სტუდენტი,  არ განიხილება.  გადაწყვეტილება პროტესტის განუხილველად დატოვების შესახებ საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

7.            პროტესტის განხილვის შედეგი პროფესიულ სტუდენტისთვის ცნობილი  გახდება    წერილობითი საჩივრის წარდგენიდან  5  დღის  ვადაში.

 

მუხლი 9.  შეფასების ინსტრუმენტების ვერიფიკაცია

1.      სკოლაში  მოქმედებს ხორციელდება   პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ინსტრუმენტების შიდა ვერიფიკაციის სისტემა, რომელიც უზრუნველყობს შეფასების ინსტრუმენტების ვალიდურობას, სანდოობას, პრაქტიკულობას.

2.      შიდა ვერიფიკაციის შედეგად პროფესიული მასწავლებლები იღებენ თამიმდევრულ და ზუსტ შეფასების გადაწყვეტილებებს განსაზღვრული შესრულების კრიტერიუმის შესაბამისად.

3.      სკოლაში შიდა ვერიფიკაციას ახორციელებენ შესაბამისი ცონდისა და კვალიფიკაციის მფონე პირი -  შიდა ვერიფიკატორი.

4.      შიდა ვერიფიკატორი შემდეგ ფუნქციებს ასრულებს:

o   რეგულარულად ესწრება შეფასების პროცესს, რათა უზრუნველყოს შეფასების კარგი პრაქტიკა;

o   ადასტურებს შეფასების გეგმების და მასალების სანდოობას და ვალიდურობას    

o   არჩევს შეფასებების ნიმუშებს, რათა შეამოწმოს შეფასების თანამიმდევრულობა და სამართლიანობა

o   ადასტურებს შემფასებლების მიერ მიღებულ შეფასების გადაწყვეტილებებს 

o   უზრუნველყოფს, რომ შეფასების და შიდა შემოწმების (ვერიფიკაციის) ჩანაწერები იყოს სრული და ზუსტი

o   ეხმარება პროფესიულ მასწავლებლებს, აძლევს  უკუკავშირს,  მითითებებს და რჩევებს

o   ეხმარება პროფესიულ მასწავლებლებს ტრენინგის საჭიროებების იდენტიფიცირებაში.

o   თანამშრომლობს გარე შემმოწმებლებთან (ვერიფიკატორთან) და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან) შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის  მიზნით;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               

მუხლი 10. მტკიცებულებათა შეგროვება და შენახვა

1.    პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის შედეგების მიღწევა დასტურდება მატერიალური სახით - მტკიცებულებებით, რომელთა სახეობები განისაზღვრება შესაბამისი მოდულური პროგრამებით.

2.      სწავლის შედეგის მიღწევის  დამადასტურებელი მტკიცებულება უნდა იყოს :

o   ვალიდური  -ზუსტად ასახავს იმას, რაც უნდა შეფასდეს

o   ტრანსფერული - სტუდენტს შეუძლია ამოცანები შეასრულოს დადგენილი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად, არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან შეფასების პროცესში, არამედ სამუშაო ადგილზეც.

o   ავთენტური -შესაფასებელი სტუდენტის მიერ შექმნილი

o   საკმარისი  - აჩვენებს, რომ სტუდენტს შეუძლია, შეასრულოს ნებისმიერი საქმიანობა სწავლის შედეგებისა და შესრულების კრიტერიუმების შესაბამისად

o   მოდულის სპეციფიკაციით დადგენილ მოთხოვნებთან ხარისხის დონის შესაბამისი

3.      მტკიცებულებათა შეგროვება და პროფესიულ სტუდენტთა სწავლის შედეგების შეფასება მიმდინარეობს მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში ან/და სწავლის დასრულებისას.

4.      ოდულური პროგრამის ფარგლებში შექმნილ მტკიცებულებათა სკოლაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას შენახვას და მათ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სკოლია ადმინისტრაცია.

5.      ოდულური პროგრამის ფარგლებში შექმნილი მტკიცებულებები სკოლში დაცულია და ინახება 5 წლის ვადით, ხოლო უწყისები სწავლის შედეგების მიღწევის შესახებ ინახება მუდმივად.

 

მუხლი 11.  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტებით გაანგარიშების წესი  

1.      პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა 25 ასტრონომიული საათის განმავლობაში.ერთი კრედიტი გამოისახება

2.      კრედიტი გამოხატავს ცალკეული სასწავლო კურსით/მოდულით გათვალისწინებული ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ასათვისებლად პროფესიული სტუდენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას (დატვირთვას).

3.      კრედიტების განაწილება ხდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსებს/მოდულებს შორის. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საერთო დატვირთვა მოიცავს თეორიის და პრაქტიკის კომპონენტს. პრაქტიკის კომპონენტი არის საერთო დატვირთვის არანაკლებ 40%.

4.      კრედიტების განაწილება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებს შორის იძლევა სასწავლო კურსით/მოდულით განსაზღვრული სწავლის შედეგის მიღწევის შესაძლებლობას.

5.      კრედიტის მისაღებად პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობა თეორიის კომპონენტის ფარგლებში უნდა მოიცავდეს ლექციაზე დასწრებას/სამუშაო ჯგუფში მუშაობას, დამოუკიდებელ მეცადინეობასა და გამოცდების მომზადება-ჩაბარებას, ხოლო პრაქტიკის კომპონენტის ფარგლებშიპრაქტიკულ მეცადინეობასა და გამოცდის ჩაბარებას.

 

 

მუხლი 12. დასკვნითი დებულებანი

1.      „პროფესიულ სტუდენტთა მიღწევების შეფასებაბრძანებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

2.    „პროფესიულ სტუდენტთა მიღწევების შეფასებაში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.

 

© 2016 Agara Public School. All rights reserved. Developed By Zaza Giorgadze

ძებნა საიტზე

Jordan Willis Jersey